2010-11 სასწავლო წლის დასაწყისში მეხუთე კლასში სიით ირიცხებოდა 15 მოსწავლე. დასაწყისშივე ქალაქის სხვა სკოლაში გადავიდა ერთი მოსწავლე. პირველი სემესტრის ბოლოსათვის კლასში 14 მოსწავლეა.
სულ გაცდენილია საათი, მათ შორის საპატიო მიზეზით - სთ.
სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გავაცანი მოსწავლეთა ქცევის წესები, უფლებანი და მოვალეობანი. ერთობლივად შევიმუშავეთ წლიური სამუშაო გეგმა, მშობელთა კრებების განრიგი, ვისაუბრეთ იმ მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, რაც სასწავლო პროცესში გვხვდება.
სკოლის ფსიქოლოგმა - როზა ქათამაძემ საინტერესო სამუშაო გეგმა შემოგვთავაზა და მისი ინიციატივით ჩატარდა კლასის საათები შემდეგ თემებზე: „ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი სამშობლო“, „ვინ არიან ჩემთვის მისაბაძი პიროვნებები და რატომ“, „მე და სხვები“ და სხვა.
ფსიქოლოგთან თანამშრომლობამ დიდი სამსახური გაუწია მოსწავლეებს სასწავლო პროცესში გამოკვეთილი სირთულეების დაძლევაში.
ასევე უდიდესი სამსახური გაგვიწია ბიბლიოთეკასთან მეგობრობამ. ქალბატონ ნაზი მარგალიტაძის ძალისხმევით მოსწავლეებს მიეწოდებოდათ ასაკის შესაფერისი ლიტერატურა, იმართებოდა დისკუსიები, ფილმების განხილვა. მისი დახმარებით განხორციელდა საინტერესო პროექტი „ათიათასად ზრდილობა“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის დადებითი ჩვევების გამომუშავება, მავნე ჩვევების დაძლევა და ზრუნვა ადგილის დამკვიდრებისათვის საზოგადოებაში.
რამდენიმე საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა ბუნების მასწავლებელმა ნინო მიქაძემ. მათ შორისაა: ვიქტორინა „რა ვისწავლეთ, რა ვიცით“, პროექტი „კოსმოსი“.
ასევე მრავალმხრივი იყო მათემატიკის მასწავლებლის - ნანა მეშველიშვილის მუშაობაც. მისი პროექტები - შევაფასოთ”, „ვიფიქროთ, გავაანალიზოთ, ვიმსჯელოთ““ ახალისებს კლასის ცხოვრებას.
ხელოვნების პედაგოგმა თამარ კულულაშვილმა წარმოგვიდგინა შესანიშნავი პროექტი „ქართველი მოქანდაკეები“, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საგნის ღრმა ცოდნა.
სემესტრის დასასრულს ინგლისური ენის პედაგოგმა მაია ნადირაშვილმა წარმოადგინა შესანიშნავი საახალწლო კომპოზიცია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
რუსული ენის პედაგოგმა მარინა ქალებაშვილმა მოამზადა პროექტი „ჩემი ჰობი“, მეორე სემესტრში დაგეგმილია რამდენიმე საინტერესო პროექტი და მუსიკალური კომპოზიცია.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეხუთე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს ორი პროექტი: „სიტყვის წიაღში“ და „ათიათასად ზრდილობა“. ასევე სისტემატიურად ხდებოდა სასწავლო ფილმებისა და მოთხრობების განხილვა.
ყველა სასწავლო დისციპლინაში სისტემატიურად ტარდება შემაჯამებელი გაკვეთილები, ტესტირებები, დამატებითი გაკვეთილები საგნის უკეთ ათვისების მიზნით. პირველი სემესტრის ბოლოს ჩატარებულმა სასკოლო ტესტირებამ საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენა. გამოვლინდნენ წარმატებული მოსწავლეები: ბ. გაბელაია, ნ. უსენაშვილი, ნ. მეტრეველი, გ. ქათამაძე, მ. ქურხაშვილი, დ. ჩალათაშვილი, ნ. მანდარია.
პირველი სემესტრის შედეგები ასეთია: 9-10 ქულაზე შეფასდა მოსწავლე, 7-8 ქულაზე - მოსწავლე, შედარებით დაბალი შეფასება დაიმსახურა მოსწავლემ.
უნდა აღვნიშნო, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეები არიან მოწესრიგებულნი, გონიერნი, აქტიურნი, აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, სანიმუშოდ ასრულებენ საშინაო დავალებებს და აქტიურად ერთვებიან ვიქტორინებში, დისკუსიებში, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებში.
აქტიურად ვმონაწილეობთ საქველმოქმედო აქციებში. შევაგროვეთ საშობაო შემოწირულობა და დირექციის მითითებით გადავეცით შეჭირვებულ მოხუცს.
ჩატარდა მშობელთა 1 კრება, სადაც განიხილებოდა საორგანიზაციო საკითხები, ავირჩიეთ მშობელთა კომიტეტი, სკოლის დირექციასთან გავაფორმეთ ხელშეკრულებები და მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გავაცანი ქცევის კოდექსი.
. მშობლებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი საშუალებაა ბავშვის აღზრდის საქმეში, ამიტომ დავგეგმეთ ხშირი შეხვედრები, ექსკურსიები, რაც აახლოებს, ამეგობრებს როგორც უფროსებს, ასევე პატარებსაც.
როგორც იცით, ჩემი ინიციატივით სკოლის ისტმენეჯერმა - ეთერ პაიჭაძემ შექმნა მეოთხე კლასის ბლოგი, სადაც განთავსებულია კლასში ჩატარებული ღონისძიებების, პროექტების, კონკურს-ფესტივალების, ღია გაკვეთილებისა და ვიქტორინების ამსახველი ფოტო და ვიდეო-მასალა .
ბლოგი თანდათან ივსება სიახლეებითა და საინტერესო სასკოლო და საკლასო ღონისძიებებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий